"Ми у згоді"

ლოცვა;

1. უფლის მადლითა და წყალობით ერთიანი ლოცვის გადაწყვეტილება

უფალო იესო, მე მადლობელი ვარ, რომ მაქვს საშუალება და უნარი მივმართო დიდებასა შენსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ჯვარზე გამოსასყიდლობითი მსხვერპლით შენი წყალობით ჩვენთვის ნაბოძები და ჩვენს მიერ რწმენით მიღებული. მადლობა უფალო ჩვენო შენი ძვირფასი სისხლისათვის რომელიც მისატევებლად ცოდვათა ჩვენთათა დათხეულია. მადლობა სიტყვისა შენისათვის, რომელიც ცოცხალი და მოქმედია. მადლობა იესო ქრისტეს სახელის ძალაუფლებისათვის. მადლობა სულისა წმიდისათვის, უფლის ძალისა და მადლისათვის. უფალო გამაძლიერე მე სიძლიერითა შენითა გამარჯვების მომტანი ერთიანი ლოცვისათვის. დამეხმარე ვიყო ძლიერი და მყარი ერთიან ლოცვაში და მე მწამს, რომ შენ ჩემო უფალო ჩემთან ხარ. შენ არ დამტოვებ მე უკუნითი უკუნისამდე. ამჟამად მე ვიმოსები ძალითა და მადლითა უფლისა რომ მომეცეს უნარი ბოროტ დღეს შევეწინააღმდეგო ეშმაკის ბოროტებას რამეთუ ჩვენი ბრძოლა არ არის ბრძოლა სისხლისა და ხორცისა, არამედ ბოროტი სულების, მათი სარდლობის, მხედრობის და მმართველების წინააღმდეგ. უფალო, მადლობა რომ მეხმარები ვიდგე მყარად ერთიან ლოცვაზე ნათელი გონებით სიწმინდისა და ჭეშმარიტების ჯავშანით შემოსილი მშვიდობის ქადაგების მზადყოფნით, და ხელთ რწმენის ფარის დაჭერაში, რომელიც დამიფარავს მე ეშმაკის გახურებულ ისართაგან და გავიმარჯვებ. და გადარჩენა ყოველთვის იყოს სარქმელი თავისა ჩემისა, და ხმალი სასულიერო, რომელიც არს სიტყვა ღვთისა ცოცხალი და მოქმედი, რომელიც ყველა ხმალზე უმახვილესია, ის წვდება სულისა და გონების განაყოფამდე, სახსრებსა და ტვინამდე და სჯის გულის გააზრებებსა და განზრახვებს. ღმერთო, მე მადლობელი ვარ, რომ ჩვენი საბრძოლო იარაღი არა ხორციელია, არამედ გაძლიერებულია უფლის მიერ სიმტკიცეების დასარღვევად, მისი მეშვეობით მე ვარღვევ და ვამხობ ყველა გააზრებასა და ქედმაღლულობას, რომელიც ეწინააღმდეგება ღვთის შემეცნებას, რამეთუ არა ჯარითა და ძალით, არამედ სულითა შენითა უფალო. მე მადლობელი ვარ უფალო ერთიანი ლოცვის ყველა მონაწილესათვის, მე ვაკურთხებ მათ და ვითხოვ მათთვის დაცვას სისხლითა შენითა სახელითა იესო ქრისტესი! უფალო, წმიდა წერილი ამბობს: ,, თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვენ რასმე, მაშინ ,რასაც უნდა ითხივდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისაგან“ მე მწამს შენი ძლიერი სიტყვისა მთელი ჩემი სულით და მადლობელი ვარ, რომ ყველაფერი, რისთვისაც ვილოცებთ ამ ლოცვის ყველა მონაწილეებთან ერთად ჩვენ მივიღებთ მამისა ჩვენისა ზეციერისაგან. რამეთუ შენ უფალო ხარ ჩვენი რწმენის აღმასრულებელი და ჩვენი აღსარების მღვდელთმთავარი სახელისა იესო ქრისტესათვის. მთ 26:28 ეთ 6:10-18 1პარ 28:20 1თეს 5:8 1 პეტ 1:13 1ინ 5:4 2კორ 10:4-5 ზაქ 4:6 ებრ 4:12 მთ 18:19 მკ 11:23-24 ებრ 3:1

2. თანხმობით ლოცვა საქართველოსათვის და ხელისუფლებისათვის

უფალო, ჩვენ თნხმობაში მადლობელი ვართ ჩვენი კურთხეული საქართველოსათვის. მადლობას გიხდით, რომ შენ აძლევ საქართველოს წვიმებს თავის დროზე და მისი მიწა იძლევა თავის ნაზარდსა და ხეები თავის ნაყოფს. ხორბლის აღბის ჟამი აღწევს რთველს, ხოლო რთველი კი-თესვას და საქართველოს მოსახლეობას პური არ აკლია და უსაფრთხოდ ცხოვრობს. ჩვენ მადლობელი ვართ მშვიდობისათვის საქართველოში და იმისათვის, რომ საქართველოს ხალხი მშვიდად ცხოვრობს, და შენ განდევნე საშიში ცხოველები ამ მიწიდან, და ხმალი არ გაივლის აქ. უფალო, ჩვენ ასევე თანხმობაში ვლოცულობთ საქართველოს მთავრობისათვის და მის ტერიტორიაზე ყველა მთავართათვის, რომ ჩვენ საქართველოში ვიცხოვროთ მშვიდად და აუღელვებლად კეთილსარწმუნოებაში და სიწმინდეში. რამეთუ ეს კარგია და საურველია შენთვის, გადამრჩენელისა ჩვენი უფლისაღვის, რომელსაც სურს, რომ ყველა გადარჩს და ჭეშმარიტების შემეცნებას მიაღწიოს. უფალო, შენი სიტყვა ამბობს: ,,ყველა სული მორჩილი იყოს უმაღლესი ხელისუფლების...“ ჩვენ ვემორჩილებით ამ სიტყვას და ვითხოვთ, მოგვიტევე ჩვენ ყველა განკითხვა და წინააღმდეგობა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ვინანიებთ სახელისა იესო ქრისტესატვის . უფალო, ჩვენ თნხმობაში გვწამს, რომ საქართველოს ხელისუფლების გულები შენს ხელშია, და რომ შენ ყოველთვის მართავ მათ შენი ნებით, როგორც ნაკადები წყლისა. უფალო, ასწავლე მათ არ მოიპარონ,არ მოკლან, არ იმრუშონ, სიცრუე არ დაიფიცონ, არ დაკავდნენ მაგიითა და ოკულტიზმით და არ იწამონ სხვა ღმერთები, რომლებიც არ იციან. უფალო, გაახილე მათი თვალები რომ დაინახონ და მათი ყურები-რომ გაიგონონ რომელ გზაზე არიან, სახელითა იესო ქრისტესით. ჩვენ გევედრებით უფალო სახელისა იესო ქრისტესათვის, განდევნილ იყოს ყველა არასწორი მრჩეველი საქართველოს ხელისუფლებისაგან, პრეზიდენტსა და მინისტრებისაგან, ყველა დეპუტატთაგან პარლამენტსა და საქართველოს რეგიონებში, რომ მათ ყოველთვის მართონ ქვეყანა კეთილად და პატიოსნად და იყონ უსაფრთხოებაში. მამაო, ჩვენ გევედრებით სახელისა იესო ქრისტესათვის-აღავსე საქართველოს მთავრობის გულები სინათლით სიმართლისა, რომ მათ თვალებით განდეევნონ ყოველი ბოროტება და რომ სულიწმიდის მიერ შესრულდეს სამუშაო სახელმწიფოს ყველა ლიდერის გულში, რომ მათ მოიქცენ ჭეშმარიტებით კანონების შექმნისას და გადაწყვეტილებების მიღებისას. სულიწმიდამ ამხილოს მათ ცოდვის, ჭეშმარიტებისა და მომავალი საშინელი სამსჯავროს შესახებ. დაე, მიექციოს საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა თავისი ცუდი გზებიდან“ და მიმართოს უფალს. და დაიჩოქონ შენს წინაშე და მოინანიონ ყველა ცოდვა, და შეიგნონ, რომ სახელითა იესო ქრისტესით შენს ხელთაა სული ყოველი ცხოველისა და ყოველი ადამიანისა. უფალო, სახელისა იესო ქრისტესით აჩვენე საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობის ყველა წევრს რა არის სიკეთე და რას ელოდები მათგან. ჩვენ მადლობელი ვართ უფალო, რომ შენ ანიჭებ მათ სიბრძნეს და ისინი სამართლიანად მოქმედებენ, უყვართ სამადლო საქმე და თავმდაბლად სიბრძნით დადიან შენს წინაშე. დაე, იყონ ისინი კურთხეულნი საქართველოს ხალხისათვის და არ მოუტანონ მას გასაჭირი არც კანონებში, არც სიტყვით დ არც მოქმედებით სახელითა იესი ქრისტესი. ასევე ჩვენ თანხმობით გავძახებთ საქართველოს ხელისუფლებას: ,,ახლა კი გონს მოდით, მეფენო! განისწავლენით, ქვეყნის მსაჯულენო! ემსახურეთ უფალს შიშით და შეჰღაღადეთ თრთოლვით. (ფს 2:10-11) სახელითა იესო ქრისტესით. 1ტიმ 2:1-4 რომ13:1 იგ 25:5 იგ 20:8 იერ 7:9-10 იაკ 1:8-10 იობ 12:10 მიქ 6:8 ლებ 26:3-7 იგ 10:22

3. თანხმობით ლოცვა საქართველოს სამღვდელოებისათვის და მათი ოჯახებისათვის

უფალო, ჩვენ თნხმობით გევედრებით აღავსე საქართველოს ყველა მღვდელი შენი ნების შემეცნებით, ყოველი სასულიერო სიბრძნით და შეგნებით, რომ ისინი იქცეოდნენ შენთვის საკადრისად და სასურველად, ნაყოფიერად ყოველი სიკეთესა და იზრდებოდნენ შენს შემეცნებაში. გააძლიერე ისინი ყოველი ძალითა შენი დიდების სიძლიერითა, ყოველი მოთმინებასა და დიდსულოვნებაში სიხარულით, უმადლოდნენ მამა ღმერთს, რომელმაც მოუწოდა მათ ნათლი წმინდათა მემკვიდრეობასთან, რომელმაც გადაარჩინა მათ სიბნელის ძალისაგან და შეიყვანა თავისი საყვარელი ძის სამეფოში. დაე, იყოს საქართველოს ყველა მღვდელთან სული უფლისა, სული სიბრძნისა და გონების, სული რჩევისა და სიძლიერის, სული ცოდნისა და კეთილსარწმუნოების. დაე, აღივსონ ისინი შიშითა უფლისანი და განსაჯონ არა თავისი თვალების ხედვით და არა თავის ყურების სმენით, არამედ განსაჯონ სიმართლით და გადაწყვიტონ საქმეები ჭეშმარიტებით. ჩვენ ვლოცულობთ, რომ იყოს ძალა შენი ყოველთა მათგანის ოჯახზე, მსახურებასა და საქმეებზე. რომ სულიწმიდა იყოს მათთან როცა ისინი მსახურობენ და ლოცულობენ. რომ სულიწმიდა იყოს მათზე და მათი შვილების ცხოვრებაზე სახელითა იესო ქრისტესით. რომ იყოს მშვიდობა ღვთისა,უფლის წესი და უფლის რიგი მღვდელთა ოჯახებში. რომ ისინი იყონ იესო ქრისტეს წარმოსახვა თავის ოჯახებში, ასწავლონ თავის შვილებს საღვთო სჯული და უყვარდენ მოყვასნი უპირობო უფლის სიყვარულით. უფალო, შენ ხარ მათი მღვდელი, მათ არაფერი არ მიაკლდებათ. ხასხასა მოლზე დაასვენებს და წყნარ წყლებზე წარუძღვება მათ. სულს დაუწყნარებს ,სიმართლის კვალზე დააყენებს თავისი სახელის გულისათვის. მე მწამს, რომ მშვიდობა შენი იმეფებს მათ ცხოვრებაში.შავეთის ველზეც რომ იარონ,ბოროტისა არ ეშინიათ, რადგან შენა ხარ მათთან, ანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი. მიეცი საქართველოს სამღვდელოებას შენი დიდების სიმდიდრითა ძლიერად დაემკვიდრონ სულითა შენითა მათ შინაგან ადამიანში, რწმენით დამკვიდრდეს იესო მათ გულებში, რომ მათ დამკვიდრებული და დაფუძნებული შენს სიყვარულში შეძლონ ყველა წმინდანთან ერთად შეიცნონ, რომ სიფართე და სიგრძე, სიღრმე და სიმაღლე და გაიგონ ქრისტეს სიყვარული, რომელიც გაგებას აღემატება, რომ აღივსონ სიმართლითა ღვთისათა. რომ მათი ქადაგება იყოს არა ადამიანის სიბრძნის დამაჯერებელი სიტყვები, არამედ ქრისტეს სულისა და ძალის წარმოდგენაში, რომ მათი რწმენა დაფუძნებული იყოს არა კაცთა სიბრძნეთი, არამედ ღვთის ძალით, სახელითა იესო ქრისტესი. ჩვენ გეთანხმებით, რომ არც ერთი იარაღი, გამოყენებული საქართველოს ყოველი მღვდელის და მათი ოჯახების საწინააღმდეგოდ არ იყოს შედეგიანი; და ყოველი ენა, რომელიც შეეჯიბრება მათ სასამართლოზე დადანაშაულებული იქნას მათ მიერ, რამეთუ ეს არის ღვთის მონათა მემკვიდრეობა, მათი გამართლება ჩემგანაა, ამბობს უფალი უფალო, დაე იყონ ისინი და მათი მსახურება მოშორებული უპატიო, ბოროტ, ავ, უწესო და ეშმაკ ადამიანებს, რადგან რწმანა ყველასი არ არის. ჩვენ თანხმობაში ვლოცულობთ, რომ საქართველოს ყველა მღვდელი ამბობდეს ერთსა და იგივეს და არ იყოს განხეთქილება მათ შორის, რომ იყოს მათ შორის ერთსულოვნება და მშვიდობის კავშირი, ერთსულოვნად ემსახურონ სახარების სარწმუნოებით და არ მოეკიდონ სხვადასხვა უცხო სწავლებას, არამედ წარუდგინონ უფალს თავი ღირსეულად , უბილწოდ მოქმედად, ჭეშმარიტი სიტყვის მართალ მასწავლებლებად. რომ ისინი არ იყონ უკმაყოფილო მოწუწუნენი, თავის ვნებებს აყოლილნი, არამედ იყონ კეთილი საქმეებით მდიდარნი, უხვი და ურთიერთობამოყვარულნი. არანაირი ბილწი და ურწმუნო სიტყვა არ სცილდებოდეს მათ ბაგეებს, არამედ მხოლოდ რწმენის მადლის სწავლების სიტყვები. და რომ ისინი სცილდებოდნენ მრავალსიტყვიანობას, არამედ წინ იყვნენ სიმართლის კეთილსარწმუნოებაში, რწმენაში, სიყვარულში, მოთმინებაში და რომ მიჰვებოდნენ კეთილ სარწმუნოებას. მიეცი მათ შემართებით შენი სიტყვის თქმის უნარი,მაშინ, როცა გაწვდი ხელსა შენსა განკურნებისათვის და სასწაულმოქმედებაზე სახელისა იესო ქრისტესით, რომ ამის მხიველები ხედავდნენ, რომ სახელი ღვთისა მათზეა. და ყოველმა იმსახუროს იმ ნიჭით, რომელიც მიიღო შეგან სხვაზე ზრუნვისას. დაე, იყონ ისინი სარწმუნოების ერთობაში. დაე, იყოს გაფართოებული მათი მსახურების კარავების ადგილი და გაფართოებული იყოს მათი საცხოვრებელი ადგილის საფარი და საზღვრები, რამეთუ შენ თქვი:,,რადგან მარჯვნივ და მარცხვნივ განივრცონ, შენი მიდგმა ხალხებს დაიმკვიდრებს და უკაცრიელ ქალაქებს დაასახლებენ“ სახელითა იესო ქრისტესით. ეს 11:22 კოლ 1:9-10 კოლ 1:11-13 ებ 3:16-19 1კორ 2:4-5 ეს 11:2-4 ეს 54:17 2თეს 3:2 ეს 54:2-3 ფილ 1:27 ებრ 13:19 2ტიმ 2:15 იუდ 1:16 1ტიმ 6:18 1 ტიმ 6:11-12 მოც. საქმ 4:29-30 1პეტ 4:10 ფილ 2:4 ეფ 4:13 1 თეს 5:12 ფსალ 22

4. თანხმობით ლოცვა საქართველოს ეკლესიათა გამრავლებისა და გადისებისათვის

საქართველოს უფალო ღმერთო, ჩვენ , საქართველოს ხალხი თანხმობით მადლობელი ვართ შენი კურთხეული მრავალრიცხვოვანი ეკლესიებისათვის საქართველოში. ჩვენ მადლობელი ვართ იმისათვის, რომ შენ გაამრავლე ხალხი, გაადიდე შენი თავი, გაავრცელე მიწის საზღვრები, გაამრავლე ეკლესია შენი როგორც ველის მცენარეები, ის გაიზარდა და დიდი გახდა და შესანიშნავ სილამაზეს მიაღწია. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ შენ შეიყვარე ეკლესია, აკურთხე ის, გაამრავლე და აკურთხე შვილები შენნი ეკლესიასა შინა. უფალო, ეკლესია შენი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება. უფლის სახლში დარგულნი ჩვენ ღმერთის ეზოებში აყვავდებიან; სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს-წვნიანსა და ხასხასას .რათა განვაცხადო რომ მართალია უფალი და არ არის მასში უსამაერთლობა. შენ თქვი: ეს არის ჩემი განსასვენებელი უკუნისამდე, აქ დავსახლდები, რადგან ვისურვე იგი. საზრდოს მისას კურთხევით ვაკურთხებ, მის ღარიბებს გავაძღებ პურით. მის მღვდლებს შევმოსავ შეწევნით და წმიდანები მისნი სიხარულით გაიხარებენ. იქ აღმოვაცენებ დავითის ღირსებას, გავამზადებ სინათლეს ჩემი ცხებულისათვის. მის მტრებს შევმოსავ სირცხვილით და მასზე იბრწყინებს გვირგვინი მისი“. ჩვენ მადლობელი ვართ უფალო იმისათვის, რომ შენ აირჩიე და დაიახლოვე ყველა, ვინც საქართველოში შენს ეკლესიაშია, რომ მათ იცხოვრონ შენს ეზოში. გაძღებიან შენი სახელის სიკეთით შენი წმინდა ტაძრისა. და გაიხაროს ყველამ, ვინც შენზეა მინდობილი, იმხიარულონ უკუნისამდე; და დაიცავ მათ, და გაიხარებენ შენით, ვისაც შენი სახე უყვარს, რადგან შენ აკურთხებ მართალს, უფალო, შენი წყალობით შემოსავ, როგორც ჯავშნით, სახელითა იესო ქრისტესით. დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ. დაე, აღამაღლონ ხალხის კრებულში და მოხუცეულთა სადგომში ხოტბა შეასხან! გადააქცევს უდაბნოს წყალუხვ ტბად და გამოფიტულ მიწას -წყაროს წყლად. დაასახლებს იქ მშიერთ და წარმართავს ქალაქს საცხოვრებლად.დათესავენ მინდვრებს და გააშენებენ ვენახს და უხვ ნაყოფს მიიწევენ. შენ აკურთხე ეკლესია შენი საქართველოში და ის ძლიერ გამრავლდა. ჩვენ მადლობელი ვართუფალო,რომ აძლევ შენს ეკლესიას ყველა სიკეთის სიმრავლეს. შენ გააღე უფალო შენი მადლიანი საუნჯე, ცა, რომ მისცეს მიწას წვიმა თავის დროზე და აკურთხოს შენი ხელის ყოველი ნამუშევარი. ბევრ ხალხებს მისცემ სესხს, თავად კი არავისგან ისესხებ. თავი გახდები უფლის წყალობით და არა კუდი, სულ მაღლა იქნები და ძირს არ იქნები. რამეთუ ეკლესია შენი უფალო არის ამ ქვეყნის მარილი და სინათლე! დაე, იყოს საქართველოში უფლის ეკლესია ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი ყოველჟამს. დაე, იაროს ის შიშითა უფლისათა მეთაურობითა იესო ქრისტესის, რომ იყოს ის უშიშარი და ძლიერი, ღვთის ზებუნებრივი ძალით აღსავსე უფლის გეგმების განხორციელებისათვის. დაე, არ მოაკლდეს საქართველოს ეკლესიათა ვაზს ნაყოფი მისი, დაე, გამოყოს უხვი ნაყოფი მამა ღმერთის დიდებისათვის. დაე, გამრავლდეს საქართველოს ეკლესიათა ცხვრები ათასობით, დაე, გაამრავლოს უფალმა ცხვრები ათასმაგად ახლანდელთან შედარებით. დაე, იყოს ეკლესიები სავსე და მრავალრიცხივანნი როგორც ცის ვარსკვლავენი სახელითა იესო ქრისტესით. ეს 26:15 იერ 16:7 რჯლ 7:13 ფსალ 91:13-16 ფსლ 131:13-18 ფსალ 64:5-6 ფსაალ 5:12-13 ფსლ 106:31-32 35-36 რჯლ 28:12-13 მალ 3:10 რჯლ 1:10-11 1ტიმ 3:15

5. თანხმობით ლოცვა საქართველოს ყველა ადამიანის გადარჩენისათვის

უფალო, ჩვენ მადლობელნი ვართ,რომ შენი წყალობა საქართველოსა და მისი ყველა მაცხოვრებელის მიმართ ახლდება ყოველ დღე. ჩვენ მოგმართავთ შენ უფალო ცოდნით, რომ ამ მიწაზე ყოველი სული გეკუთვნის შენ. შენ ხარ მათი უფალი და შენ ხარ მწყემსი და მმართველი ყოველი სულისა. ჩვენ მივმართავთ სიტყვასა შენსა, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს საქართველოს ხალხის სულები. სახელითა და უფლებითა იესო ქრისტესით ჩვენ ვაკავებთ საქართველოში სულთა მომპოვებელს. და ჩვენ ვარღვევთ ყველა დამაკავებელ კავშირებს, რომელსაც იყენებენ მტრები საქართველოში სულთა მოპოვებისათვის. ჩვენ თანხმობით ვეუბნებით მტრის მიერ მოპოვებულ სულებს-განთავისუფლდით! უფალო, ჩვენ მივმართავთ დიდებასა შენსა, რომელიც სასამართლოს აღემატება, გადარჩენილ იქნას ეს სულები ბოროტებისაგან, დაღუპვისაგან და ყველა დამჩაგვრელთაგან. დაე, მტერი ნუ აწუხებს სულთა მათთა. დაე, დარცხვენილ იქნას ყოველი, ვინც ამ ადამიანთა სულთათვის დაღუპვას ეძებს. ჩვენ ვარღვევთ ყოველ ნეგატიურ სიტყვას, რომელიც ამ სულთა საწინააღმდეგოდაა ნათქვამი, სახელითა იესო ქრისტესით. ჩვენ ვანგრევთ ყველა უპატიო სულიერ კავშირს საქართველოს ხალხის ცხოვრებაში. უფალო, შენ იხსენი მათი სულები სიკვდილისაგან აგერ, ჩემი ფეხი წაბორძიკებისაგან, შენ დაიფარე სულნი მათნი, რამეთუ ღვთისმოსავი არიან; ახსენი მორჩილნი შენნი, ჩემო ღმერთო, შენ რომ გესავთ. უფალო, შენი ნუგეში ატკბობს ადამიანთა სულებს. დაე, დაბრუნდნენ შენთან და მოიპოვონ მშვიდობა საქართველოს ყველა იაცხოვრებელნი, გადაარჩუნე ყოველი მათგანი ამ ქვეყნის ყოველი ბოროტებისაგან, შეინახე ყოველი მათგანი და მარადიული ცხოვრებისათვის სამეფოსა შენისათვის გადარჩენის დღისათვის. დაე, ადიდინ უფალსა სახელითა იესო ქრისტესით ყველა საქართველოს მოსახლე. მიეცი მათ სულებს სიფხიზლე და განამტკიცე ისინი. მიეცი საქართველოს ყოველ სულს წარმატება და ჯანმრთელობა. ჩვენ ვლოცულობთ თანხმობაში, რომ შენი მეორედ მოსვლის დღისათვის საქართველოს ყოველი მაცხოვრებელი უმანკო იყოს. ასაზრდოვე ისინი შენი სულითა და სიტყვით. შენ შემოსავ მათ სიმართლისა და გადარჩენის სამოსელითა და შენი საჩუქრით გაიხარებს საქართველოს ყოველი მაცხოვრებელი. უფალო, ჩვენ მორჩილებით გევედრებით როგორც მოსავლის ბატონს, გამოაგზავნე მოქმედნი შენი მოსავლის ასაღებად, რამეთუ გათეთრდა ყანა შენი და მოსავალი დიდია. ააყენე შენი კეთილი ამბის გამავრცელებელნი, რომლებიც იქადაგებენ სახარებას, რომელიც არის ღვთის ძალა მთელს საქართველოში გადარჩენისათვის სახელითა იესო ქრისტესით. მადლობას გიხდით უფალო, რომ საქართველოს ყოველი მაცხოვრებელი თავისუფლდება შენს მიერ ჩვენი თხოვნით, რამეთუ ჩვენ ვლოცულობდით რწმენით სახელითა იესო ქრისტესით ყოველგვარი ეჭვის გარეშე იმაზე, რომ მკლავი შენი დამოკლდა გადასარჩენად და ყური შენი დამძიმდა გაგონებისათვის. მადლობა შენ უფალო საქართველოს ყოველი მაცხოვრებელის გადარჩენისათვის ყოველგვარი დაჩაგვრისა და მონობისაგან სახელითა იესო ქრისტესით. იეს 18:14 1პეტ 2:25 იაკ ;21 იეზ 13:20 ფსალ 6:5 34:17 ფსალ 53:5 ფსალ 7:6 ფსალ 34:4 ფსალ 39:15 ფსალ 118:20 ფსალ 55:13 ფსალ 85:2-4 ფსალ 93:19 ფსალ 115:7 ფსალ 118:17 ფსალ 137:3 3ინ 1:2 1თეს 5:23 ეს 61:10 მათ 21:22 ინ 14:13 ეს 59:1

6. ლოცვა თანხმობით მშვიდობისათვის ისრაელსა შინა

უფალი, შენ ხარ ღმერთი ისრაელისა და მისი მაცხოვრებლები-შენი ხალხია. შენ დაარქვი მათ სახელი, შენ პატივი ეცი მათ მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ გიცნობდნენ შენ. ჩვენ თანხმობით გევედრებით, განწმინდე ისინი ცოდვათა მათგანთაგან და მიუტევე მათ ყველა უკანონობა მათი, გადაარჩინე ისინი მარადიული გადარჩენითა.. აღადგინე ისინი სიმართლითა და გაასწორე გზანი მათნი, გადაარჩინე ისრაელი ყველა გასაჭირისაგან. შენ ხარ დაცვა შენი ხალხისათვის და ისრაელის შვილებისათვის! მიეცი მათ და მათ მიწას განკურნება, მიეცი მათ შენი მშვიდობისა და ჭეშმარიტების სიუხვის ხილვის უნარი. მიეცი მათ სული სიბრძნისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შემეცნების უნარი. დაე, იყოს ისრაელი და იერუსალიმის სახელი მხიარული, ქება და დიდება დედამიწის ყველა ხალხისათვის რომლებიც გაიგებენ ყველა სიკეთის შესახებ, რომელსაც შენ აძლევ მათ და ათრთოლდებიან ყველა სიკეთისაგან, რომელსაც შენ მათ ანიჭებ. სიონის ძენო, იხარეთ და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის გამო, რადგან მოგცემთ სიმართლის მოძღვარს,გამოგიგზავნის საადრეო და საგვიანო წვიმას, წინანდებულად აივსება ბუღლები ხორბლით და გალიცლიცდება კოდები ღვინით და ზეთით. აგინაზღაურეთ იმ წლებს, რომლებიც შეჭამეს კალიამ, კუტკალიამ ბოცომკალმა და მუხლუხომ-ჩემმა ლაშქარმა, რომელიც მოგისიეთ. ჭამეთ და დაძეხით და ადიდეთ უფლის, თქვენი ღვთის სახელი, რომელიც საკვირველად გექცევათ და არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე. გაუგზავნე მათ პური, ღვინო და ზეთი და გაძღენ ამით,სასირცხვილოდ აღარ გახდეთ ხალხების თვალწინ. თუ უფალს მოსწონს კაცის გზები მტრებსაც კი შეარიგებს მასთან. როგორც მწყემსი კრებს თავის ცხვარს, როცა თავის გაფანტულ ფარაში ჩადგება, მეც ისე მოვძებნი ჩემს ცხვარს და დავიხსნი ყველა იმ ადგილიდან, სადაც კი გაიფანტებიან ნისლიან და ღრუბლიან დღეს. გამოვიყვან ხალხებიდან და გამოვკრებ ქვეყნებიდან, მივიყვან მათ საკუთარ მიწაზე და დავმწყემსავ მათ ისრაელის მთებზე, ნაკადულთა ნაპირებზე და ყველგან, ქვეყნის დასახლებულ მხარეში. უფალო, ჩვენ თანხმობში ვითხოვთ შენგან მშვიდობას ისრაელსა და იერუსალიმისათვის, რომ კეთილად იყონ ისინი, ვისაც უყვარხარ. დაე, გქოდეს მათთან მშვიდობის აღთქმადა გადააშენე ქვეყნიდან სასტიკი მხეცები, რომ მშვიდად იცხოვრონ უდაბნოში და იძინონ მაღნარებში. კურთხეულად აქციე მათ და ჩემი მაღლობის მიდამოებს დროულად ადინე წვიმა და შენი წვიმა კურთხეული იქნება. მინდვრის ხე თავის ნაყოფს გამოისხამს და მიწა მისცემს თავის მოსავალს და მშვიდად იქნებიან თავიანთ მიწაზე. მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ხარ, როცა დაწყვეტ მათ უღლის საკვრელებს და მათი დამმონებლების ხელიდან დაიხსნი. აღარ იქნებიან ნადავლად ხალხებისათვის და მიწის მხეცები აღარ შეჭამენ მათ. მშვიდად იცხოვრებენ და აღარ ეყოლებათ დამაფრთხობელი. აღუდგინე სახელად ნერგი და აღარ გაწყდებიან შიმშილით ამქვეყნად; აღარ ექნებთ დასათმენი შეურაწყოფა ხალხებისაგან. მაშინ მიხვდებიან, რომ შენ უფალი მათი ღმერთი მათთან ხარ და შენი ერია ისინი-ისრაელის სახლი, შენი ხალხი-ცხვარნი შენნი, შენი სამწყმსოს ცხვარნი, ისინი ადამიანები არიან, შენ კი მათი ღმერთი სახელითა იესო ქრისტესით. ამინ! ეს 45:3-4 ეზეკ 33:8 ეს 45:17 ეს 45:13 ფსალ 24:22 იოვ 3:16 ერ 33:6 ეთ 1:17 ერ 33:9 იოვ 2:23-25 იოვ 2:19 იგავ 16:7 ეზ 34:12 ეზ 34:13 ფსალ 121:6 ეზ 34:25-31.

თუ თქვენ გაქვთ სურვილი გახდეთ თანამონაწილე საერთაშორისო პროექტსის „ჩვენ თანხმობაში ვართ „ და შემოუერთედ ჩვენს ლოცვას. ამისათვის უმორჩილესად გთხოვდ შეგვატყობინოდ ამის შესახებ.
ამისათვის საჭიროა შეავსოდ ეს ანკეტა და გამოგვიგზავნოდ თითის დაჩერიდ –გამოგზავნა